четверг, 9 декабря 2010 г.

ისევ მარო, ისევ მიტო, ისევ კახეთი, ისევ გარიგება

კლასიკად ქცეული კომედიის პოსტერები კინოთეატრების ფოიეებში უკვე გამომწვევად „იმზირებიან“.
 ქართველები (კახელები ორმაგად) მიტოს და მაროს არაჰეფიენდით დასრულებული „ლავსთორის“ გაგრძელების მოლოდინში არიან.
ფილმის პროდიუსერს თუ დავუჯერებთ, ახალი „გარიგება“ პირველს არაფრით ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, მასში ისეთი ფრაზებია, მათი ატაცება და პოპულარობა რომ გარდაუვალია.

დათო ბეჟიტაშვილი (ფილმის პროდიუსერი):
–გარიგებისადმი“ სიყვარული 20 წლის განმავლობაში არ განელებულა. ვერ წარმომედგინა, ამ ფილმის გაგრძელებაში წვლილს თუ შევიტანდი.
„ყველაფერი კარგად იქნება“ და „მოიტა ნასოსის“ შემდეგ ბოლივუდურ პროექტზე დავიწყე მუშაობა. სამი მსახიობი დათანხმებული მყავდა, სცენარი დაწერილი იყო, მაგრამ ზაზა კოლელიშვილს შევხვდი და საუბარში „გარიგების“ გაგრძელების იდეაც გაჩნდა. რომ ვუთხარი, სცენარი მომიტანე-მეთქი, მალე მომიტანა. გამოდის, რომ ზაზა ამ მომენტს ელოდა. გადავდე ბოლივუდის პროექტი და მასში ჩართული ყველა ადამიანი გავანაწყენე.

ჩემი ნომერ პირველი მოთხოვნა ზაზას მისამართით იყო, რომ ეს ფილმი პირველ ნაწილზე ნაკლები არანაირად არ უნდა ყოფილიყო. ხმამაღალ ნათქვამში თუ არ ჩამომართმევთ, ეს ამოცანა შესრულდა. „გარიგება 20 წლის შემდეგ“ არაფრით ჩამოუვარდება პირველს. მაყურებელი ამაში 2011 წლის იანვრის შუა რიცხვებში დარწმუნდება.
ფილმისათვის  საუნდთრეკის  ტექსტი ფილმის სცენარისტმა, ნათია გოგოჭურმა დაწერა გოგი ჩლაიძის უკვდავ მუსიკაზე. სიმღერას, რომელიც ფილმს საუნდთრეკად დაედება, ლელა წურწუმია ასრულებს. 
–დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა 20 წელი გაძლებს - აცხადებს პროდიუსერი.
გასაიდუმლოებული მიტო
–მწარე მოდის, ენდე „პავაროტში“, ამაი ხელი დაედება, ვიღაცას წითელი აენთება...“ მსგავსი ფრაზები ბევრად მეტია ახალ ფილმში. დარწმუნებული ვარ, ისინი ფრთიანი და პოპულარული გახდება. მოკლედ, მაყურებელი ყოფით პრობლემებს საათნახევარი გამოეთიშება და ალალი, თბილი, ნაღდი კახური იუმორით ისიამოვნებს. საათნახევარის სევდანარევი ხარხარი იქნება დარბაზში.
- მიტოზე რატომ არაფერს ამბობთ და რატომ ასაიდუმლოებთ?
- მარომ „გარიგების“ ფინალში მიტუას ისტორია დაამთავრა.
 20 წლის მერე მარო შპს „გარიგებას“ ხსნის და იმათ, ვისაც ბედი ვერ აეწყო, აქორწინებს. გათანამედროვებული ბიზნესლედია. 

აი, ამ დროს რა ფორმით გამოჩნდება მიტო მის ცხოვრებაში, მაყურებელი იანვარში ნახავს.
მსახიობები
–ფილმში თითქმის მთელი ძველი შემადგენლობა უცვლელად არის წარმოდგენილი.  დაემატა ახალგაზრდები - როლანდ ოქროპირიძე, კახა მიქიაშვილი, დათო როსტომაშვილი.მე იმაში დავრწმუნდი, რომ ლელა წურწუმია მომღერალზე არანაკლები მსახიობია.
ციალა ის გოგოა, ენდე, პავაროტში რომ იდგა. მას ჰყავს ქალოია მოსამსახურე, რომლის როლსაც გოგა გველესიანი, ფუცუნა ასრულებს.  მან სახასიათო გმირი შექმნა.

თავად დათო ბეჟიტაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლის როლს ასრულებს. ჭაღარა წვერებშია და ვერ იცნობთ.
– ზოგი ილია ჭავჭავაძეს, ზოგი მიჩურინს მამსგავსებს.  ჩემი თამაში თავხედობად მიმაჩნია, მაგრამ ბოროტად ვსარგებლობ.
 პირობა დავდე და აღარ ვითამაშებ.

20
გადაღებები თელავში, აკურაში (სადაც „გარიგებაა“ გადაღებული) ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობდა.
–20 დღეში გადავიღეთ.  დღე-ღამეში 20 საათს ვიღებდით,  ფილმი 20 წლის შემდეგ გაგრძელდა და მასში 20 მსახიობი თამაშობს.
–მესამე ნაწილს 20 წლის შემდეგ ხომ არ გადაიღებთ?
ამ ფილმს ისეთი ფინალი აქვს მაყურებელს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ მესამე ნაწილი გადავიღოთ. ფილმს პატარა ბიუჯეტი აქვს. ცოტა ფულითაც შეიძლება კარგი ფილმის გადაღება. როდესაც გაიგეს, რომ ამ ფილმს ვიღებდი, გვერდით უამრავი ადამიანი დამიდგა და ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. მოკლედ, ფილმს ბევრი კარგი პარტნიორი ჰყავს.




понедельник, 6 декабря 2010 г.

ფილმების საუნდტრეკები

საუნდტრეკი ფილმიდან – "გარიგება 1"
კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე

იმავე მელოდიაზე შექმნილი საუნდტრეკი ფილმისათვის
"გარიგება ოცი წლის შემდეგ"

ზაზა კოლელიშვილის ახალი ქართული ფილმი – გარიგება 20 წლის შემდეგ























"გარიგება 20 წლის შემდეგ" - ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემა "პროფილში"





ვნახოთ ზაზა კოლელიშვილის სადებიუტო ფილმი : "გარიგება 1" და დაველოდოთ ფილმის მეორე ნაწილს